– დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებმაც პირი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანეს, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო/ვიდეო და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი გასაჯაროებით დაემუქრნენ – დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ე.გ., 2002 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ, გასული წლის ზაფხულში, თანასოფლელებთან ა.მ.-სთან და ნ.ა.-სთან ითამაშა ბანქო, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა რ.ბ.-ს განუცხადეს, რომ მას წაგებული ჰქონდა 20 000 ლარი და უნდა გადაეხადა. მოგვიანებით, ა.მ.-მ და ნ.ა.-მ მეგობართან – ე.გ.-სთან ერთად, რ.ბ.-ს 6500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ რ.ბ-ს კვლავ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რ.ბ.-მ თვითმკვლელობა სცადა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ე.გ., ნ.ა. და ა.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია, 115-ე, 143-ე, 157-ე პრიმა და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები