შსს – დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეების „ფეისბუქ“ გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა და მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, თანხის სესხებას ითხოვდა – ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ი.ო. დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
-ის ცნობით, დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა, რის შემდგომაც, მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.
ბრალდებული ი.ო. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. სამართალდამცველების მიერ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე, 25 დაზარალებული მოქალაქე გამოვლინდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს