შსს: დაკავებულია პირი, რომელიც თბილისში, „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

თბილისში, „ ბანკის“ ერთ-ერთ ოფისზე თავდასხმიდან მეორე დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ() გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია თავდამსხმელის დაკავების შესახებ.
ბანკის ოფისში, რომელიც საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს, შეიარაღებული პირი 3 იანვარს შეიჭრა. შსს-ში იმავე დღეს განაცხადეს, რომ მან თანხის გატაცება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამინისტროს მიერ დღეს, 4 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკის ფილიალში შეიჭრა, პოლიციამ „ცხელ კვალზე“, თბილისში დააკავა.
შსს-ს თანახმად, ბრალდებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ.-ა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით. ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოში ბანკების ოფისებზე თავდასხმა პერიოდულად ხდება. ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებიდან ყველაზე ცნობილი ბადრი ესებუას საქმეა.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „ს” ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.
ბადრი ესებუა 2023 წლის თებერვალში დააკავეს. იმავე წლის ივნისში, ზუგდიდის სასამართლომ ესებუას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის დანაშაულის ჩადენას უარყოფს.