შსს: დავაკავეთ 6 პირი, ამოვიღეთ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და ექვსი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.
მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩხრეკის შედეგად, -ს თანახმად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.
მეორე მათგანის ჩრეკის შედეგად „ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა“.
მესამის შემთხვევაში – პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს, მეოთხეს კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა ჰქონდა თან.
სამეგრელოში დაკავებულ ერთ-ერთ პირს თან ორი პისტოლეტი ჰქონდა – მჭიდითა და ორი ვაზნით.
იმერეთში – რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას