შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც 2 სექტემბერს აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1963 წელს დაბადებული მ.ლ. -ს განცხადებით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
მათივე განცხადებით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას და მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს და ისჯება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც შემოდგომა-ზამთრის აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ედავებოდა, განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაკვალიფიცირებული ბრალით, მათგან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ ხუთს კი, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოს ჯავახიშვილს — 2 წლით.
ამავე დღეს, 8 პირის განაჩენის გამოცხადებას ანტონ ჩეჩინის პროცესი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ის ბრალს არ აღიარებს.
განაჩენების გამოცხადების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა.
ამიტომ აქტივისტები ჯერ პარლამენტის უკან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გადაკეტვა დაიწყეს. ამ პროცესში პოლიცია 21 აქტივისტი დააკავა.