: დავაკავეთ აქციის 20-მდე მონაწილე, 1 – სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის მუხლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20-მდე აქციის მონაწილე დააკავეს.
-ს თანახმად, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, თამარ ლორთქიფანიძე – სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
განცხადება სრულად:
“დღეს, დაახლოებით 20:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის რამდენიმე მონაწილემ უკანონოდ სცადა გზის გადაკეტვა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს.