განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

შსს განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ძალას გამოიყენებენ:
„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, რომელიც მიზნად ისახავს ადმინისტრაციული შენობების დაკავებას. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას