შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენისა და რეალიზაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.
-ს ცნობით:
· აღმოჩენილია 52 კგ კოკაინი, რომელიც ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად იყო მოთავსებული და ეკვადორიდან საქართველოს გავლით ევროპაში გადატანა იგეგმებოდა;
· პოლიციამ იპოვა ინტერნეტმაღაზია, რომელიც „შავ ბაზრის“ 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა – დაკავებულია პირი, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს არ უსაუბრია დანაშაულის გამოვლენის თარიღებზე, თუმცა მისი სიტყვებით, „ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულისთვის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”