შსს: ბათუმში, შვილზე სისტემატურად სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული შ.ი. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს”, – ვკითხულობთ -ს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.