შსს: ბათუმში რვა პირია დაკავებული ადმინისტრაციული წესით

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, 12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რვა პირია დაკავებული.
დგებუაძის თქმით, ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული – 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს “, – უთხრა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა “ტვ პირველის” ჟურნალისტს.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 12 იანვარს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერების გაკვრას შეეცადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ასევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი . ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე, “ძლიერი საქართველოს” წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და ” გახარია – საქართველოსთვის” წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო