შსს აცხადებს, რომ პირველ აგვისტოს პარლამენტთან აქციაზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დააკავეს ორი პირი, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს ერთ პირზე ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად.
გამოძიების თანახმად, 1992 წელს დაბადებული მ.შ.-მ და 1988 წელს დაბადებულმა თ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.