შსს: აქციებზე სსკ-ით დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციულით – 372

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბრიდან დღემდე, გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაში 30-ზე მეტი ადამიანი მისცეს.
უწყების ცნობითვე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, დანარჩენი პირების მიმართ გრძელდება სასამართლო განხილვები.
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა “მოქალაქეების მხრიდან ძალადობაზე”, მაგრამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
ის ასევე გამოეხმაურა ოცნების ინიციატივას, აიკრძალოს შენიღბული სიარული და თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინიციატივას მიესალმება.