შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას ითვალისწინებს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.
***
სამოქალაქო აქტივისტების, ჯგუფ დაიტოვეს ადმინების, ქრისტინე ბოტკოველისა (ნენსი ვოლანდი), ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლში პოლიცია ჩხრეკის მიზნით იმყოფებოდა.
ილია ღლონტი ჩხრეკის შემდეგ დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
ამასთან, ისაკო დევიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის მიზნით პოლიცია მივიდა და მოქალაქე მარი დევიძის ცნობით, ისაკო დევიძე დააკავეს, თუმცა რომელ იზოლატორში გადაიყვანეს, უცნობია.
იურისტ გიორგი ნონიაშვილის თქმით, ისაკო დევიძის სახლიდან წაიღეს მისი და ოჯახის წევრების პირადი და სამსახურეობრივი ნივთები.