: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე 1964 წელს დაბადებული ი.პ. და 2004 წელს დაბადებული ბ.ვ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ავცრელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის – 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც – დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს