შსს ამბობს, რომ მელია „პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
კერძოდ, -ის ცნობით, მელია დააკავეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე“.
ეს მუხლი, შსს-ის განმარტებით, გულისხმობს „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
შსს-ის პრესცენტრის წერილობით კომენტარში, რომელიც რადიო თავისუფლებას გამოუგზავნეს, ამბობენ იმასაც, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“.
პარტია „ახლის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისში, ლისის ტბის ასახვევთან დღეს საღამოს დააკავეს.
ოპოზიციური პარტია „ახლის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თავისი თანაგუნდელის, ნიკა მელიას დაკავების დეტალებზე საუბრობს.
„დაკავება ეს არ იყო. ნიკა პირდაპირ ჩასაფრებით მოიტაცეს. ეს უეჭველი ამბავია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ფორუმი