” შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების მაგალითია” – ქინქლაძე ქოჩორაშვილის “სპორტინგში” ტრანსფერზე

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტედან” “სპორტინგში” ტრანსფერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლისაბონურ გუნდში ამ ზაფხულს 7,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
“მინდა მივულოცო გიორგი ქოჩორაშვილს დამსახურებული ტრანსფერი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში.
ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების. გულწრფელად მიხარია რომ ქართველი ფეხბურთელების ასპარეზი იზრდება და თითოეული მათგანი თავაწეული ტოვებს საფეხბურთო მინდვრებს. ქართული ფეხბურთი ვითარდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის”, – წერს ქინქლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში