შრომის ინსპექცია – არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა

შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა – ამ განცხადებით ეხმაურება შრომის ინსპექცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების მიმართ მუქარასთან დაკავშირებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა.
შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები