შრომა დაუფასდა – “მილანმა” ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა

სერია A-ს “ბინადარმა” გვაუწყა, რომ კლუბმა 26 წლის ბელგიელ შემტევ ალექსის სალემაკერსს, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს, კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა.
წინა შრომითი ხელშეკრულებით ფეხბურთელი “სან სიროზე” 2027 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ალექსისის გასამრჯელო გვარიანად მოიმატებს.
სალემაკერსი “მილანში” 2020 წლიდან თამაშობს. მან ჯამში 159 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და კლუბთან ერთად 2021/22 წლების იტალიის ჩემპიონატი მოიგო.
ის ორჯერ ჯერ “ბოლონიაში”, შემდეგ კი “რომაში” გახლდათ განათხოვრებული. უშუალოდ მიმდინარე სეზონში ბელგიელის მონაგარი სერია A-ს 15 მატჩში 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
“დერბიში გამარჯვება უფრო მაღალ დონეზე აგვიყვანს” – პულიშიჩი “ინტერის” დამარცხების შემდეგ
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
ლუნინი “მილანში” გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
“მამასავითაა” – ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა