შროდერს ბანკმა ის ანგარიში დაუბლოკა, სადაც ექს-კანცლერს ფული რუსეთიდან ერიცხებოდა – Bild

ჰანოვერის ბანკმა Sparkasse Hannover-მა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შროდერის ის ანგარიში დაბლოკა, რომელზეც მას დან ფული ერიცხებოდა.
როგორც Bild წერს, გადაწყვეტილებმა ბანკმა 1 წლის წინ მიიღო, თუმცა გამოცემისთვის ამის შესახებ ახლა, ინფორმირებული წყაროსგან გახდა ცნობილი. შროდერის ანგარიში გასული წლის ივნისში დაბლოკეს.
გაზეთის ცნობით, შროდერისთვის გაგზავნილ წერილში ბანკმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას შესაძლოა -მა სანქციები დაუწესოს, თუ ექს-კანცლერის ანგარიშზე თანხები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ოპერატორისგან ჩაირიცხება.
2016 წლიდან, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას, შროდერი ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათას ევროს იღებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი: საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში – 24 მაისს გამიტაცეს, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში