შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე, – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, პროფკავშირებმა მიმართა სასამართლოს შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გაკოტრების დაწყების წინააღმდეგ. სასამართლომ კი კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად მოსთხოვა იმის დამტკიცება, რომ გაკოტრებით ზიანი არ მიადგებოდა კრედიტორთა ანუ პროფკავშირების და დასაქმებულთა ინტერესებს.
კომპანიამ ეს დადგენილ ვადაში ვერ შეძლო და შესაბამისად დღეს სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უარი ეთქვა გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანიამ ვერ დაადასტურა, რომ გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება წარმოადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უალტერნატივო და ერთადერთ გამოსავალს.
ამასთან, მიუთითა, რომ კომპანიას ჰყავს 501 დასაქმებული, გარდა ამისა შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ფლობს არაერთი კომპანიის წილს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის მოპოვებასთან, თავის მხრივ, აღნიშნულ კომპანიებს ეყოლებათ თავიანთი დასაქმებულები და შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ გაკოტრების რეჟიმის გახსნამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათზეც.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო მოსიძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია ამ მასშტაბის საწარმო რატომ არ ცდილობს რეაბილიტაციას და რატომ მიმართავს სასამართლოს გარდაუვალი გაკოტრების სურვილით.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნასთან დაკავშირებით – საგამოძიებო კომისიას ხმათა რაოდენობა სჭირდება, მაშინდელი ძალთა გადანაწილება პარლამენტში არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა