შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს
ხონი-სამტრედიის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე ქარჩხაპის მარცხენა გამანაწილებელი არხის დალექილი და დეფორმირებული მონაკვეთების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდსა და გოჩაჯიხაიშში წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება 120 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში ღანირი-ნაბაკევის წყალმომხმარებლებს – 130 ჰექტარ ფართობზე.
ამასთანავე, გაიზრდება არხის გამტარობა, რითაც არხის მიმდებარედ განთავსებული სავარგულების დატბორვის რისკი შემცირდება.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია