შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კმ-ზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კილომეტრზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.
„მ/წ 14 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.
აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვედა ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური შეეზღუდებათ.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, დაგეგმილი სამუშაოების გამო 14 აგვისტოს 06:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება გომის, ხაშური 2-ის, ცხრამუხის, ცხისისა და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეეზღუდებათ.
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, ვაყა-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 0-16 კილომეტრებს შორის დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
მ/წ 14 აგვისტოს 06:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება გომის, ხაშური 2-ის, ცხრამუხის, ცხისისა და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეეზღუდებათ.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება ქალაქ ხაშურს და ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ცხრამუხა, ბეკამი, სურამი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ოსიაური, აგარები, გომი, მიწობი, ჭალის უბანი, ხცისი, წრომი, ვაყა, ალი და დიდი ფლევი შეეზღუდებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”