შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრეს“-ს (ს/კ: 404434028) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კაპიტალ ექსპრესის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის ქ. N6 (ლიკვიდატორი: როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: [email protected]). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.