შპს „იმპექსფარმამ“ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და ფოთის ერთ-ერთი აფთიაქიდან გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმის მასალების თანახმად, ს ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერს, დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დაბრუნებაზე უარი უთხრა და 2022 წლის 5 მარტიდან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა.
„სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგად, შპს „იმპექსფარმამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ: 2024 წლის 20 თებერვლიდან განმცხადებელთან აღედგინა შრომითი ურთიერთობა. განმცხადებელს აუნაზღაუროს განაცდური 2022 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდისთვის. ასევე, 2024 წლის 20 თებერვლამდე შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, განმცხადებელს დამატებით გადაუხადოს სახელფასო ანაზღაურების 0.07 პროცენტი.
სახალხო დამცველი მიესალმება შპს „იმპექსფარმას“ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილი მზაობა – უზრუნველყოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ხელს უწყობს შრომითი ბაზრის განვითარებას და პარალელურად, აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა