შპს „ალმა“ 2 წლიანი, $30 მილიონამდე და €8.5 მილიონამდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს (bm.ge)

სარეკლამო კომპანია შპს „ალმა“ 2 წლიანი, 30 მილიონ დოლარამდე და 8.5 მილიონ ევრომდე ჯამური ღირებულების ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.
გარე რეკლამის სექტორში მომუშავე კომპანია აპირებს ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას.
ობლიგაციებზე დასარიცხი საბოლოო საპროცენტო სარგებელი დადგინდება ე.წ. book-building-ის პროცესის შედეგად. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრებით კი მოხდება კომპანიის არსებული ვალდებულებების (საბანკო კრედიტების) რეფინანსირება.
ობლიგაციების გამოშვების საორიენტაციო თარიღი 2025 წლის 11 ივლისია. განთავსების აგენტები კი სს „გალტ ენდ თაგარტი“ და შპს „“ არიან.
ცნობისთვის, შპს “ალმა” სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით, განათავსოს სარეკლამო საშუალებები თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიასა და მეტროში, თბილისისა და ს ავტობუსებზე, მოსაცდელებზე და აეროპორტებში. კომპანია იკავებს საქართველოს დედაქალაქის ბაზრის წილის 90%-ზე მეტს და ფლობს გრძელვადიან ნებართვებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სხვა რეგიონების ტერიტორიაზე.
bm.ge