შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად – უმცროსი “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა

ლადო კილასონის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრები სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილის მოსაპოვებლად შოტლანდიას 19 ივლისს იტალიის ქალაქ კალვიზანოში დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ჯგუფში მხოლოდ იტალიასთან მიაღწიეს გმირულ ფრეს(19-19), მანამდე კი ირლანდიასთან(28-35) და ახალ ზელანდიასთან(19-38) წააგეს. მიუხედავად ამისა, მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები 43-12 ანგარიშით გაანადგურეს და ახლა შოტლანდიასთან საპაექროდ ემზადებიან.
შერკინება – 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო, კაპ.), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. გიორგი შიოშვილი (ტულონი) – ხაზი – 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 14. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი)
სათადარიგო: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (), 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო მესხიძე (არმია)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას მეცხრე ადგილისთვის აქამდე 2018 წელს საფრანგეთში შეხვდა და 39-31 დაამარცხა. 1 წლის შემდეგ მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში “სკოტებს” 17-12 ანგარიშით მოვუგეთ, ბოლოს კი მათ 2022 წელს შევხვდით და 55-17 ანგარიშით გავანადგურეთ. წარმატებები მეოთხე თამიც!
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
რაგბის გულშემატკივრების მიმართვა პრინციპულ თამაშამდე
U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს
U20. მ/ჩ: საფრანგეთმა არგენტინას სძლია, შოტლანდიამ ირლანდიას მოუგო
საქართველო VS შოტლანდია – ინფორმაცია შშმ პირების ბილეთებზე
მძიმე არტილერია ბრუნდება! – “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ