საპატიმროდან გათავისუფლებული დეკანოზი სიმართლისთვის ბრძოლას აანონსებს, მისი ძმა, თორნიკე მამალაძე კი მედიასთან ამბობს:
მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამ საქმის უკან რეალურად. ეს არ იქნება უბრალოდ საუბრები, ეს იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. ჩემს ძმას უკვე იურიდიულადაც აქვს უფლება, ის ფაქტები რაც სასამართლომ დახურა და საზოგადოებამ არ იცის, უფლება აქვს ისაუბროს. ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში ტრიალებს მათ პასუხი აუცილებლად გაეცემათ”
თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მისი თქმით, კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართეს.
დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ტვ პირველთან ამბობს:
რაც არ უნდა ტრაგიკულად ჟღერდეს, მისი პატიმრიბის 7 წლის თავზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი. სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ არის დასრულებული ყველა სამართლებრივი პროცედურა. ამ საქმეში გიორგი მამალაძე არ იყო მხოლოდ ის პირი, ვის გამოც მოხდა ეს ყოველივე. ბევრად უფრო დიდი საქმე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა ამ დიდ ინტრიგნულ თამაშებს”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”:
ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.