შოლცმა თავი შეიკავა კომენტარისგან ფსბ-ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე ფსბ-ს სავარაუდო ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის შესაძლო გაცვლაზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შეკითხვა ს მოქალაქის შესაძლო გაცვლაზე, მათ შორის ბელარუსში სიკვდილმისჯილ გერმანიის მოქალაქესა და რუსეთში მსჯავრდადებულ ამერიკელ ჟურნალისტებზე, შოლცს ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, კერძოდ, იკითხა შესაძლო სამართლებრივი და პოლიტიკური პირობების შესახებ, რომლებითაც კანცლერი დათანხმდებოდა ასეთ გაცვლას. „სახელმწიფო ინტერესების დაცვის პრინციპი არ მაძლევს მსგავს თემებზე სპეკულირების უფლებას“, – უპასუხა შოლცმა. ის ამ თემაზე პირველად საუბრობს საჯაროდ.
2019 წლის აგვისტოში ბერლინის ცენტრში მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლეს ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაური, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი. პოლიციამ სავარაუდო მკვლელი მაშინ დააკავა, როდესაც ის იარაღის გადაგდებას ცდილობდა. მას უპოვეს პასპორტი, რომელიც 2015 წელს იყო გაცემული ვინმე ვადიმ სოკოლოვზე.
გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სოკოლოვი იგივე კრასიკოვია და რომ ხანგოშვილი მან კრემლის დავალებით მოკლა.
ადრე მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება ავრცელებდა ინფორმაციას ასეთი გაცვლის ვარიანტების განხილვის შესახებ. გაცვლის კანდიდატად დასახელებულ გვარებს შორის არის რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. პუტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ მზად არის ასეთი გარიგებისთვის.
შარშან სექტემბერში Wall Street Journal-მა დაწერა, რომ პუტინმა უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, იზრუნოს კრასიკოვის გათავისუფლებაზე. გაცვლის კანდიდატებს შორის ასახელებდნენ ასევე რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, საც. საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი მარია პევჩიხი აცხადებს, რომ შესაძლოა კოლონიაში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი მოკლეს, რათა გარიგება ჩაშლილიყო.
19 ივლისს გერშკოვიჩს ეკატერინბურგის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით. მოწმეების დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოკვლევისთვის სასამართლოს ერთი დღე დასჭირდა. გერშკოვიჩი ბრალს უარყოფს. მისი კოლეგები, საერთაშორისო უფლებადამცველი და ჟურნალისტური ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული საქმიანობისთვის გაასამართლეს.