შოლცი ჰამბურგში კირილ სერებრენნიკოვის სპექტაკლს დაესწრო, მსახიობებს საგრიმიოროში ესაუბრა

გერმანიის კანცლერი, ჰამბურგის თალიის თეატრში დან წამოსული თეატრალური რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის სპექტაკლ Barocco-ს მოულოდნელად დაესწრო და მისი დასრულების შემდეგ საგრიმიოროში მსახიობებს ესაუბრა.
“თავიდან მან მოსაწევ ოთახში ღვინო დალია, სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი კულისების მიღმა შემოვიდა და არტისტებს თავისი აღფრთოვანება გაუზიარა. ამ დროს, ტილო ვერნერმა სიმღერა Besogna morire-ს ერთ სტროფზე, რომელსაც უნგრულად მღერიან, იმპროვიზაციულად იხუმრა შოლცისა და ორბანის “ურთიერთობაზე”. ყველა იცინოდა და თითქოს არც კანცლერს სწყენია”. – დაწერა სერებრენნიკოვმა საკუთარ ტელეგრამზე.
შოლცი სპექტაკლზე დასასწრებად ჰამბურგში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც ევროკავშირის ლიდერთა სამიტი დასრულდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, კანცლერი ცოლთან ერთად მეშვიდე რიგში, ჩვეულებრივი მაყურებლების გვერდზე იჯდა.
სპექტაკლი Barocco პირველად მოსკოვის გოგოლ-ცენტრმა 2018 წელს დადგა, როცა სერებრენნიკოვი “მეშვიდე სტუდიის” საქმესთან დაკავშირებით ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
სერებრენნიკოვმა რუსეთი 2022 წლის მარტის ბოლოს დატოვა, სასამართლოს მიერ პირობითი პატიმრობის გაუქმების შემდეგ. რეჟისორმა საჯაროდ გამოხატა ანტისაომარი პოზიცია, რის შემდეგაც რუსეთში მისივე სპექტაკლების აფიშებიდან და პროგრამებიდან მისი სახელის წაშლა დაიწყეს. გოგოლ-ცენტრი დაიშალა.