გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, 11 ოქტომბერს გამოაცხადა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს (1.53 მილიარდი დოლარი) ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ 2024 წლის ბოლომდე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ეს არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ დასავლეთი არ შეწყვეტს კიევის მხარდაჭერას.
დახმარება პარტნიორ ქვეყნებთან – ბელგიასთან, დანიასთან და ნორვეგიასთან ერთად გაიცემა და მოიცავს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და არტილერიას. “ეს მკაფიო გზავნილია (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ) პუტინისთვის – დროის გაწელვა არ გაჭრის. Ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას”, განაცხადა შოლცმა.
ზელენსკი ამ კვირაში მოკავშირეებს ხვდებოდა ევროპაში, რათა მათთვის “გამარჯვების გეგმა” წარედგინა ომის დასრულების მიზნით, თუმცა მაინც დაბეჯიდებით მოითხოვს შორი მოქმედების იარაღების გამოყენების ნებართვას, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევა შეუძლიათ.
მისი გეგმის დეტალები საჯაროდ არ გახმაურებულა. Როგორც ადრე Აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღწერა, ეს არის ახალი შეფუთვით მოწოდებული მოთხოვნა მეტი იარაღისთვის და შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნისთვის.
Reuters-ის თანახმად, Ევროპული დიპლომატიური წყაროს ცნობითაც, გამარჯვების ამ გეგმაში, რამე განსაკუთრებით ახალი არაფერია.
ის ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინა სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში და არსებითად გაზარდოს იარაღის მარაგი, მათ შორის, შორი მოქმედების რაკეტებისა, რომელთაც შეუძლიათ სამიზნეების განადგურება საზღვრის გადაღმა, რათა მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის მეტი სურვილი გაუჩნდეს.
“ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დახმარება არ შემცირდეს მომავალ წელს”, განაცხადა ზელენსკიმ შოლცთან შეხვედრისას ბერლინი. ისინი მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს ამ წლის განმავლობაში და ზელენსკიმ ამ შეხვედრას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა ომის დაწყების შემდეგ.
ზელენსკის მოგზაურობა შეფერხდა, რამშტაინში, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, მოკავშირე ქვეყნების ლიდერების სამიტის გაუქმების გამო. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი ვიზიტი გადადო გრიგალ “მილტონის გამო”.
გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მხრივ მეორეა აშშ-ის შემდეგ, მაგრამ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე.
წყარო: რადიო თავისუფლება