შოლცი მოწოდებით გამოდის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის მხრიდან მეტი ჰუმანიტარული დახმარების დაშვებისკენ

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაგრძო თავისი მოწოდებები ღაზის სექტორში ცეცხლის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტისკენ და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისკენ.
dpa -ს სააგენტოს შოლცის სიტყვები მოჰყავს: “რასაც ახლა უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, ეს არის ცეცხლის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტა, რომლის დროსაც მძევლების გათავისუფლება მოხდება, ხოლო ისინი, ვინც დაიღუპნენ, უნდა გადასცენ თავიანთ ნათესავებს, რათა შეძლონ, ღირსეულად იგლოვონ”, – თქვა შოლცმა 20 მარტს, მთავრობის განცხადებაში პარლამენტში.
ს მთავრობა მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს, ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმებისას, პალესტინელი ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი დაახლოებით 100 ადამიანი, სავარაუდოდ, კვლავ ტყვეობაშია ღაზაში. ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
Dpa-ს თანახმად, შოლცმა 20 მარტს კვლავ მოითხოვა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ისრაელმა ალყა შემოარტყა რეგიონს და საზღვრის გადაკვეთის საშუალება შეზღუდულ ტრანსპორტს აქვს.
“არ მსურს აქ ცრუ იმედები გავაჩინო”, განაცხადა შოლცმა ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ. “მაგრამ შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ამჟამად ეს უფრო რეალისტურია, ვიდრე იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, და ეს ჯერ შორსაა წარმატებისგან“.
შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანია, ევროპის კავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, კონფლიქტის მოგვარებად კვლავ ხედავს ორი სახელმწიფოს შეთანხმებას პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნით. “ახლა უნდა გახდეს ცხადი, როგორი იქნება ისრაელისა და პალესტინელთა სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობის მომავალი”.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ არაერთხელ უარყო ეს შესაძლებლობა და დაგმო ისრაელის მოკავშირეების ძალისხმევა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ისრაელისთვის პალესტინის სახელმწიფოს “თავს მოხვევის” შესახებ.
შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანული თვითმფრინავები არის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი ღაზისთვის საჰაერო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საქმეში, თუმცა აღიარა, რომ ეს ძალისხმევა ნამდვილად ბევრად ნაკლები იქნება იმაზე, რაც საჭიროა.
მეტი სასაზღვრო გასასვლელები უნდა გაიხსნას და ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეცეს ღაზას საზღვაო გზით, თქვა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ