შოლცი: მოკავშირეთა ახალი კოალიცია კიევს “შორი მანძილის სარაკეტო არტილერიას” მიაწვდის

გერმანიის კანცლერის, ს თქმით, სთვის “შორი მანძილის სარაკეტო არტილერიის” მიწოდებისთვის უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ახალ კოალიციას შექმნიან – AFP-ის ცნობით, შოლფმა ამის შესახებ ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
როგორც BBC იტყობინება, მაკრონის თქმით, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთის ამ მხრივ გაერთიანება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევროპის მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხში უთანხმოება გამოიკვეთა.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო პროგრამაზე, Journal de 20 heures-ზე გაშუქებულ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ წითელი ხაზების გავლება სთვის სისუსტის ჩვენება იქნება. მისივე თქმით, ომში საფრანგეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის საჭიროება ამჟამად არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა მრავალმხრივ შეიძლება შეიცვალოს და წინასწარ საკუთარი თავისთვის ლიმიტების დაწესება დამარცხების ტოლფასია.
თუმცა გერმანია უკრაინისთვის ევროპის სამხედრო დახმარების უდიდეს წყაროდ რჩება, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა ბერლინში მყოფ ორ ლიდერს, თქვა, რომ ახლა ამ სამმა ქვეყანამ უნდა “მოაბილიზოს მთელი ევროპა” უკრაინის დასახმარებლად.