შოლცი: დასავლელი მოკავშირეების ახალი კოლიცია კიევს „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ მოამარაგებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ კიევის მომარაგებისთვის, იუწყება AFP. შოლცმა ამის შესახებ ბერლინში განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც BBC შენიშნავს, ეს შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია.
დასავლეთის, ძირითადად ევროპის, ქვეყნები არაერთხელ გაერთიანებულად მცირე ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა სახეობის იარაღით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობდნენ. ნიდერლანდმა, დანიამ, რუმინეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შექმნეს „გამანადგურებლების კოალიცია“, საფრანგეთი სათავეში უდგას საარტილერიო კოალიციას, დიდი ბრიტანეთი და ლატვია – საბრძოლო დრონების წარმოების კოალიციას. რეაქტიული არტილერიის ახალი კოალიცია, რომელზეც შოლცმა ილაპარაკა, ამ რიგებს შეავსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ