შოლცი: დავიცავთ ნატოს ტერიტორიის “ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს”

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მკაფიო უნდა იყოს – ნატო მზად იქნება თავდაცვისთვის, საჭიროების შემთხვევაში.
აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე – რომელშიც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტეც მონაწილეობდა – შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა ნატოს ყოფნაში ბალტიის რეგიონში, ს საზღვართან.
“და იმიტომ, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე გაგრძელდება, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი დანაყოფები მივავლინოთ ბალტიის სახელმწიფოებში და სამომავლოდ მთელი ბრიგადა პერმანენტულად განვათავსოთ” – თქვა შოლცმა, მისი გამოსვლის დამეჭდილი ტექსტის თანახმად.
“უსაფრთხოების პოლიტიკაში ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა რუსეთს ვაჩვენოთ – ჩვენ მზად ვართ თავდასხმებისგან დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი” – ამბობს გერმანიის კანცლერი.

ასევე დაგაინტერესებთ