შოლცი ახლავე უნდა გადადგეს – ილან მასკი საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება
ილან მასკი გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის ამაში პასუხისმგებლობას გერმანიის კანცლერს აკისრებს.
როგორც მასკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აღნიშნულის გამო ოლაფ შოლცი უნდა გადადგეს.
„შოლცი ახლავე უნდა გადადგეს. არაკომპეტენტური მასხარა“, – წერს ილან მასკი.
ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.