შოლცი აცხადებს, რომ AfD-ს შესაძლო აკრძალვა ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) -ის შესაძლო აკრძალვაზე და თქვა, რომ ეს საკითხი „ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს“.
2 მაისს გერმანიის დაზვერვამ AfD პროექსტრემისტულ ერთეულად გამოაცხადა. ეს ავტომატურად არ იწვევს AfD-ის აკრძალვას. თუმცა კი ნიშნავს, რომ პარტია გერმანიის ხელისუფლების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
შოლცმა ჰანოვერში გამოსვლისას განაცხადა, რომ AfD-სთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და რომ პარტიის წინააღმდეგ ზომების მიღება დამატებით განხილვას საჭიროებდა.
„ეს საკითხები ძალიან ფრთხილად უნდა იქნას აწონ-დაწონილი, მე წინააღმდეგი ვარ სწრაფი რეაგირების“, – თქვა მან.
აქამდე AfD მემარჯვენე ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა კატეგორიაში მოიაზრებოდა. ახალი სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ პარტია არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული, რაც სპეცსამსახურებს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს, მათ შორის სატელეფონო მოსმენებსა და ინფორმატორებთან მუშაობისას.
თებერვალში პარტიამ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, რითაც თავის ისტორიაში რეკორდული შედეგი აჩვენა. თუმცა გამარჯვებული კონსერვატიული კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) ბლოკის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის ახალი კანცლერი გახდება, განაცხადა, რომ არ ითანამშრომლებს AfD-სთან სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მადიარი: ქალბატონო დეპუტატო, თქვენ ისე ხშირად საუბრობთ ოჯახების დაცვაზე, რომ კითხვა მაქვს: კონკრეტულად რომელ ოჯახებს იცავთ? იმათი, ვინც მინიმალური ხელფასით ცხოვრობს და ექიმთან ჩაწერას ვერ ეღირსა…

სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება, მოსწავლეები მე-10 კლასიდან აღარ ისწავლიან მსოფლიო ისტორიას