უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კალცლერის, ოლაფ შოლცისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რაში სუნაკის შემდეგ ბულგარეთის პრემიერმინისტრ, ნიკოლაი დენკოვსაც ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. საუბრის დროს პრეზიდენტის თქმით, მათ განიხილეს უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებები და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთიანობის მნიშვნელობისთვის.
“ზაპორიჟიეში ყოფნისას მე ველაპარაკე ბულგარეთის პრემიერმინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მადლობა გადავუხადე მას ევროპარლამენტში ძლიერი გამოსვლისთვის და ასევე მისი მთავრობის პრინციპული პოზიციისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. პრემიერმინისტრს ვაცნობე უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებ, განსაკუთრებით ჩვენი საჰაერო ძალების და არტილერიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. მე ხაზი გავუსვი უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ერთიანობის მნიშვნელობას, ასევე 50 მილიარდი ევროს მრავალწლიან დახმარებას.” – წერს ზელენსკი.
While in Zaporizhzhya, I spoke with Bulgarian Prime Minister Nikolai Denkov and thanked him for his powerful speech in the European Parliament as well as his government’s principled stance on supporting Ukraine.
Defense assistance. I informed the Prime Minister about Ukraine’s…— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 30, 2023
იხილეთ ასევე:
· ზელენსკი ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა
· ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა