მსოფლიოში მთავარი შოკოლადის მწარმოებელი გერმანიაა და მას 5.685 მლნ ტონა შოკოლადი გააქვს ექსპორტზე. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს. შოკოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებლების სამეულშია ბელგია და იტალია. ბელგიას წელიწადში 2.8 მლნ შოკოლადს ყიდის, იტალია – 2.4 ტონას.
საქართველო ამ რეიტინგში 83-ე ადგილზეა. AAWE-ს მონაცემებით, ქვეყანას 4.2 ტონა შოკოლადი გააქვს ექსპორტზე და ყირგიზეთის გარდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჩამორჩება.
საქართველოს მეზობელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან AAWE-ს სიაშია მოხვდა თურქეთი. ის მე-11 ადგილზეა და წელიწადში 841.8 ტონა შოკოლადს ყიდის; რუსეთი შოკოლადის ექსპორტირების რეიტინგში მე-14 ადგილზეა და წელიწადში 590 ტონა შოკოლადს ყიდის; 33-ზეა – უკრაინა (143.6 ტონა); 52-ზე – ყაზახეთი (47 ტონა); მე-60-ზე სომხეთი (22.9 ტონა); 70-ზე აზერბაიჯანი (12 ტონა); 71-ზე უზბეკეთი (11.5 ტონა); საქართველო 83-ზე (4.2 ტონა); ყირგიზეთი 91-ზე (1.3 ტონა).
მსოფლიოში შოკოლადის ყველაზე მსხვილი მწარმოებლების ათეული ასეთია:
გერმანიაა – 5.685 მლნ ტონა;
ბელგიას – 2.8 მლნ ტონა;
იტალია – 2.4 მლნ ტონა;
პოლონეთი – 2.356 მლნ ტონა;
ნიდერლანდები – 2.246 მლნ ტონა;
კანადა -1.970 მლნ ტონა;
აშშ – 1.735 მლნ ტონა;
საფრანგეთი – 1.443 მლნ ტონა;
გაერთიანებული სამეფო – 1.010 მლნ ტონა;
შვეიცარია – 881 მლნ ტონა.