შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში “დიფ სთეითის” ერთ-ერთი აქტორი კარნახობდა, რომ “მეორე ფრონტი” გაგვეხსნა

შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში “დიფ სთეითის” ერთ-ერთი აქტორი კარნახობდა, რომ “მეორე ფრონტი” გაგვეხსნა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომ ს მიერ დახურული ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა პრემიერთან საუბარში შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გაჰყოლოდნენ გზავნილებს. საუბარი იყო ომში ჩართვაზე.
ანალიტიკოსის შეფასებით, დონალდ ტრამპის გამარჯვება და “დიფ სთეითის” საცეცების მოკვეთის პროცესი საქართველოს დაეხმარა გარე მტრების მოგერიებაში, თუმცა ერთად მუშტად შეკრულ ქართველს ერს მაინც ვერაფერს დაკლებდნენ და დააკლებენ უზნეო ნეოკოლონიალისტები. მისივე თქმით, ყველა ეს ანტიქართული მცდელობა მათთვის მორიგი მწარე ფიასკო იქნება. აუცილებლად გასამართლდება ფაშისტური ნაცოპოზიცია და “ქართული ოცნება” კვლავაც ტრიუმფალურ შედეგებს მიიღებს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.
„შოკისმომგვრელია პრემიერ-მინისტრ კობახიძისგან იმის გაგება, რომ მას საბჭოური ცეკას ინსტრუქტორის ტონალობაში “დიფ სთეითის” ერთ-ერთი აქტორი კარნახობდა, რომ “მეორე ფრონტი” გაგვეხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ლეგიტიმური და “გლობალური ომის პარტიისთვის” დასაკნინებელი ხელისუფლება ყრუ კედელს შეეჯახებოდა (hitting a brick wall). ფაქტია, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება და “დიფ სთეითის” საცეცების მოკვეთის პროცესი საქართველოს დაეხმარა გარე მტრების მოგერიებაში, თუმცა ერთად მუშტად შეკრულ ქართველს ერს მაინც ვერაფერს დაკლებდნენ და დააკლებენ უზნეო ნეოკოლონიალისტები.
რასაკვირველია, რისკები და საფრთხეები არ განელებულა, რადგან უსამშობლო “ნაცები” ჯერ კიდევ რაღაც დოზით მტრობენ საქართველოს მათი ევროპაში გამაგრებული აგენტოკრატიის რესურსებით, თავს გვესხმიან გეოპოლიტიკურად უხერხემლო ბალტიელები და სკანდინავიელები. თუმცა, ყველა ეს ანტიქართული მცდელობა მათთვის მორიგი მწარე ფიასკო იქნება. აუცილებლად გასამართლდება ფაშისტური ნაცოპოზიცია და “ქართული ოცნება” კვლავაც ტრიუმფალურ შედეგებს მიიღებს ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.“-წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის