შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა – ამორიმს “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა

საფეხბურთო ინსაიდერი ინდი კაილა წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.
პორტუგალიელს სთხოვეს, პირველი გუნდის სათამაშო სქემა უფრო ტრადიციულით შეეცვალა. კერძოდ, ამორიმს 4-3-3 ფორმაციაზე მუშაობა სთხოვეს.
კაილას ცნობით, ამორიმი ხელმძღვანელობის მოთხოვნებით შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებული დატოვა. ამ ინფორმაციის პარალელურად ბრიტანულ მედიაში მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ხმები არ წყდება და ამორიმის შეცვლის მთავარ კანდიდატად ამჟამად “კრისტალ პალასში” მომუშავე ოლივერ გლასნერი ითვლება.
“თუ “არსენალი” წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ” – რობერ პირესი
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
“ყველაზე მეტად მე ვიტანჯები” – ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს – “იუნაიტედის” ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
“იუნაიტედის” სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა” – მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
“ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან…” – სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს