შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

შოკირებული ვარ -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს
ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მისი და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად“, – წერს ირაკლი .
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება