შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის დანაკარგი გასულ წელში 215 000 სამხედროზე მეტია

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ 2023 წელს მ 215 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა.
“რუსული ჯარების ჯგუფები მეთოდურად ამცირებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს. გასულ წელს მოწინააღმდეგის დანაკარგმა გადააჭარბა 215 000 ადამიანსა და 28 000 ერთეულ საბრძოლო დანადგარს”. – ირწმუნება შოიგუ.
რუსეთს უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ დანაკარგებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. საკუთარ დანაკარგებს არ ასაჯაროებს უკრაინაც.
გასული წლის დეკემბერში მედიასააგენტო Reuters-თან -ს დაზვერვის ინფორმაციასთან შეხების მქონე პირმა ანონიმურად თქვა, რომ ს დანაკარგი უკრაინაში 315 000 დაღუპული და დაჭრილი სამხედროა. ეს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას მოსკოვის ძალების რაოდენობის თითქმის 90%-ია. მედიის წყაროს თქმით, მისი ინფორმაცია ეყრდნობა დაზვერვის ანგარიშს, რომელსაც გრიფით საიდუმლოს სტატუსი მოეხსნა.
2023 წლის აგვისტოში გამოცემა New York Times-ის ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ომს, სულ მცირე, 70 000 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ამას გარდა, უკრაინული ჟურნალი Український тиждень-ი ღია წყაროების ანალიზზე დაყრდნობით 24 500 უკრაინელი სამხედროს დაღუპვას ადასტურებდა და ხაზგასმული იყო, რომ რეალური რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.