შოიგუ: დონეცკის სოფელი მარინკა გავათავისუფლეთ

თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ცნობით რუსმა სამხედროებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის სოფელი მარინკა.
შოიგუმ უკრაინული დასახლების ოკუპაციის შესახებ ვლადიმირ პუტინს მოახსენა:
“რუსულ ჯარებს ამ მიმართულებით მომავალი ქმედებებისთვის შესაძლებლობები მიეცათ. აქ, როგორც მინიმუმ, ორი დადებითი ეფექტია. პირველი გამოიხატება იმაში, რომ მეტოქეს სულ უფრო შორს ვაძევებთ ქალაქ დონეცკისგან. მეორე – 2014 წლიდან აქ მეტოქეს გამაგრებული რაიონი აქვს, რომელიც ჩვენ გავტეხეთ, შედეგად ჩვენს ჯარისკაცებს მიეცათ უფრო ფართო ოპერატიული, სამოქმედო სივრცე”.
ს პრეზიდენტმა შოიგუს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოფელ მარინკას “გათავისუფლებაში” მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდოები ეკუთვნით.
ამ ეტაპზე შოიგუს განცხადებას არ გამოხმაურებია უკრაინის მხარე.