რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის მეორე წლის მთავარი მიზანი დაასახელა.
თუკი უკრაინასთან „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული ომი კრემლმა 2 წლის წინ მეზობელი ქვეყნის “დენაციფიკაციისა” და “დემილიტარიზაციის” მიზნით და კიევის აღების განზრახვით დაიწყო, ახლა მოსკოვში სამხედროები მთავარ მიზნად და წარმატებად უკრაინის კონტრიერიშის მოგერიებას მიიჩნევენ.
სამხედროებთან თათბირისას შოიგუმ განაცხადა, რომ პუტინმა კარგად შეაფასა მათი მუშაობა და მადლობა გადაუხადა ამოცანების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
„ძირითადი ძალისხმევა ამ წელს კონცენტრირებული გვქონდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების შესრულებაზე. მთავარი მათგან [მიზნებისგან] უკრაინის და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ ხმამაღლად გაცხადებული კონტრიერიშის შეჩერება იყო. ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა“, – თქვა შოიგუს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კრემლის ოფიციალურ ხაზთან, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ თავდაპირველი მიზნები (დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია) არ შეცვლილა. ამ მიზნების მიღწევა რუსეთმა თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში ვერ მოახერხა.