“შოთი” დაბრუნდა – ქართულ ტრადიციას რესტორანი ახალი მენეჯმენტით, თანამედროვე გემოებითა და სტანდარტებით დაიცავს

“შოთი”, ქართული ტრადიციული სწრაფი კვების ბრენდი, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბრენდი, რომელმაც პოპულარობა შოთის პურში მოთავსებული ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტირებით მოიპოვა, ამიერიდან ჰოლდინგური კომპანია Wolves-ის მენეჯმენტის ქვეშ ექცევა. ახალი გუნდი მიზნად ბრენდის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განვითარებას ისახავს, რაც მთავარია, მკაცრი სტანდარტების დაცვით.
ამიერიდან “შოთის” მთავარი დაპირებაა: “ტრადიციული გემო, თანამედროვე სტანდარტით” – რაც ნიშნავს არა მხოლოდ გემოვნური თვისებების შენარჩუნებას, არამედ კვების უსაფრთხოების, სისწრაფისა და ხარისხის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან და, რა თქმა უნდა, HACCP-ის სტანდარტთან.
ბრენდზე, მისი განვითარების სტრატეგიასა და სიახლეებზე BM.GE ეკა მსხილაძეს, “შოთის” მფლობელი კომპანია “ფუდფრენჩაიზის” დირექტორს ესაუბრა.