შოთიკო პეტრიაშვილის მასწავლებელი: სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

არსებული ინფორმაციით, მისი ვაჟი აივნიდან გადავარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შოთიკოს მასწავლებელი ემოციური პოსტით ეხმაურება:

სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, კეთილო და მხიარულო!! 😥 თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს, როგორ ყვებოდი, ანცობდი.. რამხელა მომავლის ბიჭი წახვედი! სიტყვები უძლურია..😥

გამძლეობა- ბუკას და ქეთის.. Shotiko Petriashvili Buka Petriashvili