შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა, მინდა, ყველას ვუთხრა „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს

შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა, მინდა, ყველას ვუთხრა „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს
მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთა უტიაშვილმა, რომელიც თავის დროზე მუშაობდა მერაბიშვილის -ში და რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა.
„იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი – ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება.
მაშინ მოკლეს მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს დააანონსა ნაძვის ხის დაწვა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგი „ნაცმოძრაობა“ ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას