ქართველ სპეციალისტ შოთა მახარაძეს, რომელიც წლებია მოლდოვაში ტირასპოლის “შერიფში” მუშაობს და ამ კლუბის აკადემიასა და მეორე გუნდის წვრთნის, წარმატებული საქმიანობა დაუფასეს და ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობის საშუალებაც მისცეს.
მოდლოვის 19-წლამდელთა ნაკრების დამრიგებლად ახლახანს ლილიან პოპესკუ დანიშნეს, მან კი სამწვრთნელო შტაბტში მახარაძე შეიყვანა, რომელიც ბოლო დრომდე “შერიფის” მეორე გუნდს მოძღვრავდა.
შოთა მახარაძე ცნობილი ქართველი მწვრთნელის თემურ მახარაძის ვაჟია. ის მოლდოვაში 2014 წლიდან საქმიანობს.
