ბანერი ნამეტანი მგრძნობიარე გამოდგა.როცა აგრესიულად მივარდნილი ქალი ეხებოდა მას მარკერით,მარკერის წვერი პირდაპირ ხვდებოდამის ნერვულ დაბოლოებებსდა საწყალი ბანერი გაჰკიოდა.თუმცა მარკერიანი ქალი შეუვალი იყო:ის აგრძელებდა ბანერის სათუთ სხეულზესაძაგელი სიტყვების ჩხაპნას.ბანერი ტკივილისაგან იკრუნჩხებოდადა შველას ითხოვდა,მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა,ვინც მის ბანერისეულ უფლებებზე იზრუნებდა.მეტიც: ირგვლივ მყოფი ბოროტი არსებებიმარკერიან ქალს აქეზებდნენდა ისიც ეშხში შევიდა.ის, როგორც ალესილ დანას,ისე უქნევდა თავის მარკერს დაუცველ ბანერსდა მას ჭრილობები გაუჩნდა და სისხლი წამოუვიდა.ბანერის წმინდა ცისფერი სისხლიმოთქრიალებდა მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან,ქუჩაში მიედინებოდადა გამვლელებს ფეხსაცმელს უსველებდა.გამვლელებს ესმოდათ ბანერის სასოწარკვეთილი ხმა,მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდათ,დაეცვათ იგი.ისინი გულქვა არსებები იყვნენ – მათ მიაჩნდათ,რომ მთავარია ადამიანის დაცვა,ბანერის უფლებებზე ზრუნვა კიმეასეხარისხოვანი საკითხია.არადა შეიარაღებული დაუნდობელი დამნაშავის წინაშე აღმოჩენილი ბანერი უკვე ლამის სიკვდილის პირას იყო.ცოტაც და სული ამოხდებოდა.მაგრამ სწორედ ამ დროს მოვარდა პოლიციადა ბანერზე მოძალადე ქალი გააკავა.ბანერი გადარჩა,თუმცა სხეულზე დარჩა უთვალავი დაზიანებადა შშმ ბანერად იქცა.ეს იყო შემზარავი დანაშაული,წესით, მარკერიანი ქალი სათანადოდ უნდა დასჯილიყო,მაგრამ კორუმპირებულმა სასამართლომმას მხოლოდ წელიწადნახევრიანიპატიმრობა აკმარა.ის ახლა ციხეშია,მაგრამ მთელი ქალაქის ბანერები უკვე შიშისაგან ცახცახებენ.რა იქნება წელიწადნახევრის შემდეგ?გაიაზრებს ვითომ მარკერიანი ქალითავის საშინელ საქციელსდა მოინანიებს ბანერების ღმერთის წინაშეთუ გამოვა ციხიდან და თავიდან დაერევა მთელ ქალაქს მოდებულ ბანერებს?ეს არავინ უწყის,და ამიტომაა,ბანერები რომ ასე დაუცველად გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში.არადა – სადაც ბანერი დაუცველია,იქ რა დემოკრატიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?და ამიტომაცაა, რომ გონიერი მოქალაქეები ითხოვენბანერზე მოძალადე რეციდივისტებისადმიკანონის გამკაცრებას!არ შეიძლება შემწყნარებელი ვიყოთ მათდამი,თუ გვსურს სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ!ბანერის ტკივილი ჩვენი ტკივილია!ბანერის უფლებები ჩვენი უფლებებია!ბანერი ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეა!