შოთა დავითაია რიჩონეში ჩატარებული შეჯიბრების გამარჯვებული გახდა

24-29 ივნისს, ქ. რიჩონეში ჩატარდა იტალიის 2025 წლის ზაფხულის ჩემპიონატი მასტერსის კატეგორიის მოცურავეთა შორის.
შეჯიბრებაში 1000 -ზე მეტი მოცურავე მონაწილეობდა 25 -დან 75 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში.
50-54 წლის ასაკის კატეგორიაში საქართველოდან ჩემპიონატში შოთა დავითაია მონაწილეობდა.
მან 3 დისტანციაზე იასპარეზა ინდივიდუალურად – 50,100 და 200 მ-ზე ბატერფლაით სტილით ცურვაში და 1 დისტანციაზე გუნდურ გაცურვაში 4×50 კომბინირებული ესტაფეტა – ბატერფლაის სტილის ეტაპზე.
შოთა დავითაია შეჯიბრების გამარჯვებული გახდა 100 მ ბატერფლაის სტილით ცურვაში შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში – შედეგით 01’05″15
მან ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი 50 მ ბატერფლაის სტილით ცურვაში – შედეგით 00’28″30

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში